პაატა ბურჭულაძის პარტია 25 თანაგუნდელთან ერთად კაჭრეთის ზონის უფროსმა დატოვა და ქართული ოცნების მხარდამჭერი გახდა. ამის შესახებ განცხადება ხატია ბურდულაძემ გურჯაანის "ქართული ოცნების" შტაბში, ბრიფინგზე გააკეთა. პარტიიდან წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მან ხათუნა ლაგაზიძის პარტიიდან წასვლა დაასახელა. თანაგუნდელების პარტიიდან წასვლას მოძრაობის ლიდერი პაატა ბურჭულაძე გამოეხმაურა.