აფრიკაში, ბურკინა-ფასოში შეიარაღებულმა თავდასმსხმელებმა 24 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ეკლესიის პასტორი, მოკლეს, სამი ადამიანი კი გაიტაცეს. დაშავებულია 18 ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევა იაღას პროვინციაში, ქალაქ პანსიში მოხდა. დაახლოებით 20-მა თავდამსხმელმა პროტესტანტულ ეკლესიასთან ახლოს ქალები და კაცები ერთმანეთისგან გააცალკევა.
ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, მოძალადეებმა დახოცეს როგორც მუსლიმები, ისე ქრისტიანები, ვიდრე ეკლესიას ცეცხლს წაუკიდებდნენ. ბურკინა ფასოში სასულიერო პირებზე ძალადობა გავრცელებულია. ამავე პროვინციაში გასულ კვირაში ერთი ყოფილი პასტორი მოკლეს, მეორე პასტორი კი შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ბურკინა-ფასოში, გასულ წელს თავდასხმებისას 1 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკილეს, 760,000-ზე მეტი ადამიანი კი ლტოლვილად იქცა.