კარგია, რომ მოლაპარაკებებზე არჩილ თალაკვაძე იყო წარმოდგენილი, სხვებთან შედარებით მასთან ლაპარაკი შეიძლება, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ბურჯანაძე მმართველ გუნდთან გუშინ გამართულ აუდიენციას დღეს ბრიფინგზე გამოეხმაურა და ხელისუფლება არჩევნების მოპარვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ბურჯანაზის განცხადებით, უკვირს, რატომ ტოვებს ხელისუფლება საჩივრების 90 %-ს უპასუხოდ, თუ არაფრის ეშინია.