თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას ავტომატურად აღიარებს, - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქო აღნიშნულ საკითხს საკმაოდ ფრთხილად ეკიდება, თუმცა პოლიტიკოსები და ექსპერტები ვერ ითვალისწინებენ იმას, რომ საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივისთვის შესაძლოა, დამღუპველი იყოს.