მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ლუქს-კლასის პროდუქციის მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Burberry Group-ის მაჩვენებლები 31 მარტს დასრულებულ ფინანსურ წელიწადში 10%-ით შემცირდა. ამასთან, კომპანიამ დივიდენდების გადახდა განაახლა.
Burberry-ის შემოსავლებმა 2 მილიარდ 340 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. მაშინ, როცა ერთი წლით ადრე 2 მილიარდ 630 მილიონი სტერლინგის შემოსავალი ჰქონდა, ხოლო კომპანიის მოგებამ შარშანდელი 414 მილიონიდან 366 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე მოიკლო. 433 მილიონიდან 396 მილიონ სტერლინგამდე შემცირდა კომპანიის კორექტირებული საოპერაციო შემოსავლებიც.
თუმცა, Burberry-ის ფინანსური წლის ბოლო მეოთხე კვარტალში გაუმჯობესებული მაჩვენებელიც ჰქონდა. მაგალითად, კომპანიის გაყიდვები 32%-ით გაიზარდა. კომპანიის კაპიტალიზაცია მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე 8,3%-ით გაიზარდა და 8 მილიარდ 440 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.