07:40
16 ნოემბერი, 2018, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
Burberry აღარ დაწვავს პროდუქციას, რომლის გაყიდვასაც ვერ შეძლებს
11-09-2018

Burberry აღარ დაწვავს პროდუქციას, რომლის გაყიდვასაც ვერ შეძლებს, მათ შორის, ტანსაცმელს, ჩანთებსა და პარფიუმერიას და ამასთანავე გეგმავს, რომ ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაც შეწყვიტოს, რადგან გარემოსდამცველების კრიტრიკის სამიზნე გახდა.

გასულ წელს ბრიტანულმა ბრენდმა თითქმის 37 მილიონი დოლარის ღირებულების გაუყიდავი პროდუქცია გაანადგურა. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში განადგურებული პროდუქციის ღირებულებამ 105 მილიონი ფუნტი შეადგინა, რაც თითქმის 135 მილიონ 450 ათასს აშშ დოლარს უდრის. ბრიტანული ბრენდი გაუყიდავი საქონლის დაწვის პრაქტიკას აქამდე იცავდა და ამბობდა, რომ პროდუქციის წვის შედეგად გამოყოფილ ენერგიას ინახავდა და გამოიყენებდა. კომპანიამ ახლა განაცხადა, რომ ხელახლა გამოიყენებს, შეაკეთებს, დონაციას მოახდენს ან
გადაამუშავებს ყველა იმ პროდუქტს, რომელსაც ვერ გაყიდის.

Burberry პირველი წამყვანი კომპანიაა, რომელმაც საჯაროდ დაასრულა გაუყიდავი პროდუქტების განადგურების პრაქტიკა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკო გობეტი იმედოვნებს, რომ Burberry-ს მაგალითს სხვა კომპანიებიც მიჰბაძავენ.

"თანამედროვე ფუფუნება ნიშნავს, რომ იყოს საზოგადოებისა და გარემოს წინაშე პასუხისმგებელი. ეს რწმენა ფუნდამენტურია ჩვენთან Burberry-ში და საკვანძოა ჩვენი გრძელვადიანი წარმატებისთვის“,- განაცხადა მარკო გობეტიმ.

Burberry-ს წარემომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ახალ კოლექციაში, რომელსაც 17 სექტემბერს ლონდონის მოდის კვირეულზე წარმოადგენენ, ბუნებრივი ბეწვი არ იქნება

AutoPlay
ქვეყანა, რომელიც ტურისტებისთვის ყველაზე უსაფრთხოა - რომელია ყველაზე არასახარბიელო პოპულარული ადგილი
13-11-2018
"გავიღვიძე და ენა ქვასავით მქონდა, აუტანელი იყო" - ადამიანი, რომელმაცდიდი ბრიტანეთს ცურვით შემოუარა და 157 დღეში 2879 კილომეტრი დაფარა
13-11-2018
მსოფლიოში შობადობის რიცხვი შემცირდა
13-11-2018
15 მილიონი დოლარიანი პირველი წყალქვეშა სასტუმრო მსოფლიოში, სადაც ერთი ღამის გატარება 50 000 დოლარი ღირს
13-11-2018
კონკურსი, სადაც მონაწილეები წიწაკით სავსე წყალში სხედან და 50 უმწარესი წიწაკის 60 წამში შეჭმა ევალებათ - რა გადეცემა გამარჯვებულს?
13-11-2018
ყველაზე მეტი შავ-თეთრი ტელევიზორი ლონდონშია - რა უჯდებათ მისი ყურება ბრიტანელებს?
13-11-2018
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები