ბათუმისა და ხელვაჩაურის 12 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორის დავით ლეკიშვილის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ბათუმში, ხელვაჩაურსა და სარფში 50 ათას აბონენტს ცენტრალურ მაგისტრალზე დაზიანების გამო გუშინ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.