19:42
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ბულგარეთში 5 ფანი ნაციზმისა და რასიზმის ბრალდებით დააკავეს
17-10-2019

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბულგარელმა სამართალდამცველებმა ხუთი გულშემატკივარი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების რასისტულ შეურაცხყოფასა და ნაცისტური ჟესტების გამოყენებაში.

შეგახსენებთ, რომ ახლახან, სოფიაში გამართულ ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩი, რომელშიც ბულგარეთის ნაკრებმა ინგლისს უმასპინძლა, ტრიბუნებზე რასისტული გამოხდომების გამო, ორჯერ შეწყდა. შეხვედრა სულაც ჩაშლის პირას იყო, მაგრამ საბოლოოდ ინგლისელებმა თამაშის ჩამთავრების გადაწყვეტილება მიიღეს და ანგარიშით 6:0 გაიმარჯვეს.

მომხდარის გამო უკვე დატოვა თანამდებობა ბულგარეთის ფეხბურთის კავშირის ხელმძღვანელმა ბორისლავ მიხაილოვმა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) კი უეფას ინციდენტის გამოძიება მოსთხოვა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები