00:17
4 ივლისი, 2022, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ბულგარეთი რუსული გაზის შემცვლელს ეძებს, გერმანული Uniper კი ანგარიშწორებას რუბლში გეგმავს
27-04-2022

ბულგარეთი იმედოვნებს, რომ მისთვის რუსეთის გაზის ალტერნატივის მოძებნა ევროსაბჭოს დონეზე იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბულგარეთი არ იყიდება და  წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს. მინისტრის განცხადებით, ანალოგიურ სიტუაციაში არიან ლიტვა და პოლონეთი. მან ასევე დაამატა, რომ ამ მომენტისთვის, მათთვის, რუსული გაზი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

ინფორმაცია ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, 26 აპრილს გახდა ცნობილი. თუმცა არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის გაზის გადასახადის რუბლში გადახდის მოთხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტეს. მაგალითად, ცნობილი ხდება, რომ გერმანული კონცერნი Uniper აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „გაზპრომთან“, გაზის საფასურის რუბლში გადახდის თაობაზე.   

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები