23:47
18 მაისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ბულგარეთი გაზს ამერიკიდან „გაზპრომზე“ დაბალ ფასში მიიღებს
13-05-2022

„გაზპრომის” მიერ გაზის შეწყვეტის შემდეგ ბულგარეთი შეერთებულ შტატებს თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე შეუთანხმდა, რაც ივნისიდან დაიწყება. ამის შესახებ ვაშინგტონში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვსა და შტატების ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ბულგარეთის მთავრობის განცხადებას ადგილობრივი BGNES ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები თხევად ბუნებრივ გაზს ბულგარეთს „გაზპრომზე” დაბალ ფასში მიაწვდის.

როგორც ცნობილია, 27 აპრილს „გაზპრომმა“ ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება საფასურის რუბლებში გადაუხდელობის გამო შეუწვიტა. ბულგარეთი წელიწადში, დაახლოებით, 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, რომლის 90%-ზე მეტი რუსეთის წილი იყო.

ბულგარეთმა, ასევე, გაააქტიურა მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების გაზრდის მიზნით და იმედოვნებს, რომ საბერძნეთისა და თურქეთის ტერმინალების გამოყენებით თხევად ბუნებრივ გაზზე ხელშეკრულებებს მალე გააფორმებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები