ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია პარიზული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ იტალიელი 41 წლის კიპერი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით მას სამშობლოში დაბრუნება გადაწყვეტილი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, იუვენტუსის გარდა ბუფონი ლაციოსა და ჯენოას კანდიდატურებს განიხილავს.