ლუდის მწარმოებელმა მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და აზია-წყნარი ოკეანის ბაზარზე უმსხვილესმა კომპანიამ Budweiser Brewing Company APAC-მა, ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე 9 მილიარდ 800 მილიონის ღირებულების აქციების პირველად განთავსებაზე (ე.წ. IPO-ზე) უარი განაცხადა. ჩინური გამოცემა South China Morning Post-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის სათავო ოფისმა - Anheuser-Busch InBev-მა მიიღო.
Budweiser-ი ჯამში, 40-47 ჰონკონგური დოლარის ( 5,13 - 6 ამერიკული დოლარის) საფასო დიაპაზონში მილიარდ 630 მილიონის აქციის გამოცემას გეგმავდა.
აღნიშნული ლისტინგი მას მიმდინარე წელს ყველაზე მსხვილი IPO-ს მქონე კომპანიად გახდიდა.