ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის, NB I-ის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველმა ფორვარდმა დებეცენთან მოგებულ შეხვედრაში შესანიშნავია გოლი გაიტანა, 53-ე წუთზე სტუმართა 4 მცველი მოატყუა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 25 წლის ზივზივაძემ 9 თამაშში 4 გოლი გაიტანა, მისი მეზოკოვეშდი კი 22 ქულით ლიდერებშია - ფეჰერვარსა და ფერენცვაროშსაც 22-22 ქულა აქვთ.