ბუბა კიკაბიძის სახელს რომ ახსენებთ, გაითვალისწინეთ, რომ მას წელამდეც ვერ მიწვდებით, ვერც ვაჟკაცობაში, ვერ სახელმწიფოებრივ აზროვნებაში, ვერც პატრიოტობაში,- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტმა დავით ნებიერიძემ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს ვლადიმერ ბოჟაძეს ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, სადაც მათ შორის დებატები გაიმართა.
„ბუბა ის კაცია, რომელმაც თქვენი მხარდამჭერი მსახიობებისგან განსხვავებით სახეში შეაფურთხა რუსეთს, უარი თქვა იმ შემოსავალზე, რაც შეეძლო მიეღო და ეს დასაფასებელია“,- განაცხადა ნებიერიძემ.
ნებიერიძის პასუხად ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომრის, გრიგოლ ვაშაძის მეუღლემ პუტინს „გედების ტბა“ უცეკვა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძეა.