„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე განმარტავს, რატომ შეასრულა "თბილისოს" ნაწილი პარტიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე რუსულად."ჩემ ცხოვრებაში ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, ამდენი ხალხი როა. ზარებმა დარეკეს, ბუბამ რატომ იმღერა ორი კუპლეტი "თბილისო" რუსულადო. ვუთხარი, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ ჩვენ",- აღნიშნა კიკაბიძემ.ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" შემაჯამებელ აქციას მართავს.