ხელოვნების ნიმუშებთან ვირტულაური იტეგრაციის აპლიკაცია „არეალი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. გაფართოებული რეალობის კულტურულ მემკვიდრეობასთან ინტეგრირების პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პირველკურსელმა და აბიტურიენტმა მუზეუმის სპეციალისტებთან თანამშრომლობით განახორციელეს. ამ ეტაპისთვის, აპლიკაციაში შეტანილია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილი ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის და ლადო გუდიაშვილის 50-მდე ნამუშევრის ტექსტური და აუდიო ინფორმაცია. აპლიკაციას ასევე დამატებული აქვს ნიკო ფიროსმანაშილის ნამუშევრებზე ფერის შეცვლის ფუნქცია. აპლიკაცია არეალის გამოყენება ეროვნულ გალერეაში არსებული პლანშეტების საშუალებით ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომია.