პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის BTS იუთუბის არხზე BANGTANTV ვიდეო გავრცელდა, რომელშიც კოლექტივის წევრები სარეპეტიციო დარბაზში ახალი კომპოზიციის Permission To Dance კლიპში წარმოდგენილ ქორეოგრაფიას ასრულებენ.
ვიდეოს უძღოდა საცეკვაო ჩელენჯის #PermissiontoDance გამოცხადება. ჯგუფის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თაყვანისმცემლებს 23 ივლისიდან შეეძლებათ იუთუბზე მოკლე ვიდეოების გამოქვეყნება, რომლებშიც ბიჭების საცეკვაო მოძრაობებს გაიმეორებენ.