ბრუნეის სულთნის კუთვნილი მდიდრული სასტუმროების სოციალური მედიის გვერდები აღარ ფუნქციონირებს. ქვეყანაში მიღებულ კანონებს, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალ მამაკაცებს შორის სექსი ქვებით ჩაქოლვით, ქალებს შორის კი გაროზგვით დაისჯება, მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, ცნობილი ადამიანები მოუწოდებენ საზოგადოებას, ბოიკოტი გამოუცხადონ სასტუმროებს, რომელთაც ბრუნეის სულთანი ფლობს. საუბარია ცხრა სასტუმროზე. მათ შორისაა აშშ-სა და ლონდონში მდებარე ფეშენებელური სასტუმროებიც. მომხმარებელთა აქტიურობის შედეგად 8 სასტუმროს ანგარიშები სოციალური ქსელებიოდან წაშლილია. გრძელდება ბოიკოტირებისა და სოციალურ ქსელებში ბრუნეის სულთნის გადაწუვეტილების წინააღმდეგ კამპანია.