20:26
28 მაისი, 2022, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ერთი წიგნი
"ბრუკლინი" - კოლმ ტოიბინის რომანი ირლანდიელების ემიგრაციაზე, რომლის მიხედვით გადაღებული ფილმი BBC-მ 100 საუკეთესოს შორის დაასახელა
23-03-2018

"ბრუკლინი" - 62 წლის ირლანდიელი მწერლის, ჟურნალისტისა და დრამატურგის, კოლმ ტოიბინის რომანი. ჯანრი ისტორიული დრამა. ეს მწერლის რიგით მე-6 და მისი ერთერთ ყველაზე რეზონანსული რომანია, წიგნის ორიგინალი 2009 წელს, ავტორის სამშობლოში ინგლისურ ენაზე გამოიცა. ნაწარმოების  ძირითად თემას ირლანდიელთა მასობრივი ემიგრაციაა წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკური კრიზისის მიზეზით 1950 წელს განხორციელდა,  სამშობლო მაშინ დაახლოებით 400 000-მა  ირლანდიელმა დატოვა.
 
რომანში მოქმედება ირლანდიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვითარდება. ქალაქში, რომელშიც არის ერთფეროვნება, სოციალური სიდუხჭირე, საიდანაც ახალგაზრდების უმეტესობა ინგლისში მიდის ბედის საძიებლად. წიგნის მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა ქალი, ეილიშია, რომელიც აცნობიერებს, რომ მისთვის და მისი თანატოლებისთვის ქვეყანაში შესაძლებლობები ძალიან მწირია. ამიტომაც დის შემოთავაზებას თანხმდება და საცხოვრებლად ნიუ იორკში, ბრუკლინში გადადის, სადაც მას დიდი სიყვარული ეწვევა. თუმცა, ის ნანობს სამშობლოს დატოვებას. მოგვიანებით ირლანდიიდან იღებს ინფორმაციას, რომლის გაგების შემდეგაც, ეილიში დიდი დილემის წინაშე დგება,  დარჩეს ნიუ-იორკში საყვარელს ადამიანთან, თუ დაბრუნდეს ირლანდიაში.

AutoPlay
ეს წიგნი იმითაა უნივერსალური და უკვდავი რომ ყველა დროის ავტორიტარიზმს ერგება და აკვდება - ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა"
26-05-2022
მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე ქალი ცოლად უახლოესი მეგობრის საქმროს მიჰყვება, წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად ნილოსზე კრუიზში მიდის, სადაც ქალის მეგობარიც იმყოფება, რომ მათ მოგზაურობა ჩაუშხამოს... - აგათა ქრისტის რომანი "სიკვდილი ნილოსზე"
19-05-2022
გოგონა პირველად 6 წლის ასაკში ხვდება იმ დროისთვის მასზე 30 წლით უფრო მამაკაცს, მის მომავალ მეუღლეს, რომელსაც გენეტიკური დაავადება აქვს, რაც მის დროში უკონტროლო გადაადგილებას იწვევს... - ოდრი ნიფენეგერის სადებიუტო რომანი "დროში მოგზაურის ცოლი"
12-05-2022
დაზვერვის ოფიცერი ქალი რთულ საქმეს ხელმძღვანელობს, რომლის უკანაც, სისასტიკით გამორჩეული პროფესიონალი მკვლელი ქალი დგას, მკვლელის დევნის კვალს კი ოფიცერი კორუმპირებულ მთავრობებთან და ძლიერ კრიმინალურ ორგანიზაციებთან მიჰყავს - ლუკ ჯენინგსის "მოკალი ევა"
05-05-2022
ქორწინების მეხუთე წლისთავზე, სახლში დაბრუნებული ქმარი აღმოაჩენს, რომ მისი ცოლი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა... ეს ამბავი პრესაში მალევე გახმაურდა და საქმეში პოლიციაც ჩაერთო - ამერიკელი მწერლის გილიან ფლინის თრილერი "გაუჩინარებული ქალი"
28-04-2022
სახლში გვიან დაბრუნებულ ქმარს, მეუღლე ხუთჯერ ესვრის და კლავს - რა არის ოჯახური ტრაგედიის დიდი საიდუმლო? - ბრიტანელი მწერლის, ალექს მიქაელიდესის ფსიქოლოგიური ჯანრის თრილერი „მდუმარე პაციენტი“
21-04-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები