მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ბროკოლიდან გამოყო ნივთიერება, რომელიც მოდიფიცირებული სახით მელანომასთან - კანის ერთ-ერთ აგრესიულ კიბოსთან მიმართებაში აქტიურია. ნაერთმა ტესტირება უკვე გაიარა როგორც ვირთაგვებზე, ასევე ადამიანის უჯრედებზე. ექსპერიმენტის ავტორები მომავალში ამ ნაერთის საფუძველზე გეგმავენ პრეპარატის შექმნას, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად დაამარცხებს.ნაფტალამიდ-იზოსელენოციანატი წარმოადგენს უჯრედშიდა ფერმენტ კინაზას ინჰიბიტორს. გარდა ამისა, ის აქვეითებს ადამიანის ტოპოიზომერაზას აქტივობას, რომელიც მელანომის ზრდის პროვოცირებას ახდენს.მეცნიერები ამ ნაერთის გამოცდა-შესწავლას სხვა სიმსივნეებთან მიმართებაშიც გეგმავენ.