ბრიუსელში თურქეთის საკონსულოსთან მომხდარი შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როიტერის ინფორმაციით, საკონსულოსთან ერდოღანის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.