ბრიუსელში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებსა და მიშელ რუპს შორის საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ისაუბრეს, ასევე განიხილეს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმა და მათი შესრულების გზები.„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განმარტებით, ევროკომისია დიდი ხანია საქართველოს, როგორც პროგრესს, ასევე რეგრესს აკვირდება და მათი აზრით, აბსოლუტურად შესაძლებელია, დეკემბრამდე 12 - პუნქტიანი გეგმა შესრულდეს.