ბრიუსელის პოლიციამ ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე მამაკაცი გაანეიტრალა, რომელსაც თვითმკვლელის ქამარი ეკეთა. აღნიშნულის შესახებ ბელგიური RTBF იუწყება.ამ დროისთვის პოლიციამ ქალაქის ცენტრალური ნაწილის, „გრან პლასისა“ და ახლო მდებარე ქუჩების ევაკუაცია განახორციელა. აღნიშნულ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე მცირე აფეთქების ხმა გაისმა. როგორც ბრიუსელის პოლიცია „ტვიტერის“ გვერდზე წერს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.