პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო საზოგადოების პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის წევრებმა ალექსანდრე ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ვატო სურგულაძემ და გუნდის სხვა წევრებმა მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებს სამოქალაქო მოძრაობის ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც ჟურნალისტებს ალექსანდრე ელისაშვილმა განუცხადა, მოაზრაობის ჩამოყალიბებაზე მუშაობა არჩევნების შემდეგ დაიწყო. "ბრიუსელიდან იყო კონტაქტი, აინტერესებდათ, ვინ იყო ადამიანი, რომელიც უფულოდ თბილისში მეორე ადგილზე გავიდა. რამდენიმეჯერ მე და ჩემი თანამოაზრეები ბრიუსელში ჩავედით, აქაც იყო დელეგაცია ჩამოსული და ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდის თანადგომა მივიღეთ" - განაცხადა ელისაშვილმა. მისივე განმარტებით ახალ გუნდში მოსახვედრად ორი კრიტერიუმია იყო კეთილსინდისიერი და კვალიფიციური.
იხილეთ: