5 თებერვალს, New York Times-ის დოკუმენტური ფილმი, Framing Britney Spears გავრცელდა. ფილმი, რომლის ნახვაც Hulu-ზე და FX-ზე შეგიძლიათ, ბრიტნი სპირსის ბავშვობიდან იწყება და მეურვეობის საკითხებზე და მოძრაობა #FreeBritney-ზეც ყვება. ფილმში ნაჩვენებია, როგორი იყო მედიის დამოკიდებულება ბრიტნის მიმართ მთელი მისი კარიერის განმავლობაში როგორ ცდილობდნენ პაპარაცები არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მომღერლის გადაღებას უხერხულ მომენტებში; როგორ იღწვოდნენ ჟურნალ-გაზეთების ყდებზე გამოექვეყნებინათ, თუ როგორ იპარსავდა თავს არტისტი მენტალური კრიზისის დროს და ასე შემდეგ.
ფილმის გავრცელების შემდეგ, ბრიტნის მხარდაჭერა არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა და მსახიობმა გამოუცხადა
ფანების განსაკუთრებული ყურადღება იმ მომენტებმა მიიქცია, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს ეხება. ჯასტინი და ბრიტნი 3 წლის განმავლობაში, 2002 წლამდე ხვდებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ კი ჯასტინმა მედიასთან გაავრცელა რომ ბრიტნი მისი ერთგული არ იყო რასაც მისი სინგლი cry me a river მოჰყვა რომელიც ბრიტნისთან დაშორების ინსპირაციით შეიქმნა, ბრიტნის გულშემატკივრები ჯასტინს პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ადანაშაულებდნენ. ბრიტნის თქმით, იმ პერიოდში ჯასტინ ტიმბერლეიკის გარდა, არავისთან ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა მისი პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმური დეტალები საჯარო განხილვის საგანი გახდა და მომღერალი ზეწოლის მსხვერპლი იყო. ჯასტინ ტიმბერლეიკს კი "კარგი ტიპის" იმიჯი მიაწერეს.
ფანების აზრით ჯასტინ ტიმბერლეიკმა კარიერა ბრიტნის სპირსის იმიჯზე მიყენებული დარტყმებით ააგო.
ფილმის გამოსვლის შემდეგ დუმილი დაარღვია ბრიტნის შეყვარებულმა, 27 წლის სემ ასგარიმ, რომელმაც ბრიტნის მამა გააკრიტიკა, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნული პატივისცემა მაქვს იმ ადამიანის მიმართ, ვინც ცდილობს, ჩვენი ურთიერთობა აკონტროლოს და მუდმივად დაბრკოლებები შეგვიქმნას. მუდმივად ვუფრთხილდებოდი ჩვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, , - წერს ინსტაგრამზე ასგარი.
თავად ბრიტნის ფილმთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა:
არ მჯერა, რომ ეს პერფორმანსი, რომელშიც Toxic-ს ვასრულებ, სამი წლის წინანდელია. ყოველთვის მიყვარდა სცენაზე ყოფნა, მაგრამ ახლა დროს იმისთვის ვიყენებ, რომ ვისწავლო და რიგითი ადამიანი ვიყო. ყოველდღიური ცხოვრებით ვტკბები. ყველას საკუთარი შეხედულება აქვს სხვების ცხოვრებაზე. გახსოვდეთ, შესაძლოა, თქვენი წარმოდგენები სულ არ შეესაბამებოდეს რეალობას".