09:04
25 სექტემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არტTIME
ბრიტნი სპირსის საქმის გავლენით აშშ-ში ახალი კანონის მიღებაზე მუშაობენ
25-07-2021

მას შემდეგ, რაც ბრიტნი სპირსი სასამართლოზე წარსდგა და მოითხოვა, კანონის ძალით მეურვედ დანიშნული მამამისისთვის, ჯეიმი სპირსისთვის, მისი პირადი ცხოვრებისა და კარიერის კონტროლის უფლება ჩამოერთვათ, აშშ-ში სამართლებრივ ცვლილებებზე დაიწყეს ფიქრი, რომელსაც უკვე უწოდებენ "ბრიტნის კანონს". როგორც The Gurdian წერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ახალ კანონზე მუშაობენ, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, ვინც სხვადასხვა მიზეზით კანონიერი მეურვეობის ქვეშ იმყოფება, ექნება შესაძლებლობა, რომ მეურვის შეცვლა მოითხოვოს: მაგალითად, ოჯახის წევრი სახელმწიფო წარმომადგენლით ჩაანაცვლოს.
როგორც ამ ინიციატივის ავტორები, რესპუბლიკელი ნენსი მეისი და დემოკრატი ჩარლი კრისტი ამბობენ, თუ ეს ცვლილება შევა ძალაში, მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს არ მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ძალადობის მსხვერპლები არიან და უფრო გამარტივებული მექანიზმებით შეძლებენ მეურვის სხვა უფრო შესაფერისი კანდიდატით ჩანაცვლებას.
ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1,3 მილიონი ადამიანი იმყოფება კანონიერი მეურვეობის ქვეშ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები