ავიაკომპანია British Airways-ს რეკორდული რაოდენობის ჯარიმა დაუწესეს. ჯარიმის დაწესების მიზეზი მისი უსაფრთხოების სისტემის გატეხვა გახდა. ამისთვის ავიაკომპანია 183 მილიონ ფუნტს, ანუ 229 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.British Airways-ის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ Information Commissioner's Office (ICO)-ის მიერ დაწესებული ჯარიმის გამო გაოგნებულები არიან. თავად Information Commissioner's Office-ში კი განმარტეს, რომ ეს ყველაზე დიდი ჯარიმაა, რომელიც ოდესმე დაუწესებიათ. British Airways-ს მასზე დაწესებული ჯარიმის გასაჩივრებისთვის 28 დღე აქვს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ჰაკერებმა დაახლოებით 380 ათას ტრანზაქციაზე მოიპოვეს წვდომა, თუმცა მოპარულ მონაცემებს შორის არ იყო მოგზაურობის ან პასპორტის დეტალები.