British airways-მა თავისი თვითმფრინავების პარკიდან, გიგანტ „ბოინგ 747-ის“ ამოღება დაიწყო. ბრიტანული კომპანიის ანგარიშზე აქამდე 31 ერთეული ბოინგ 747 ირიცხებოდა, რომელთაგან ერთმა სამშაბათს თავისი ბოლო რეისი შეასრულა - ჰიტროუს აეროპორტიდან ესპანეთში გაფრინდა, სადაც უტილიზაცია ელის.
British airways-ს 747-ის ექსპლუატაციიდან ამოღება ისედაც დაგეგმილი ჰქონდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ეს პროცესი დააჩქარა. აღნიშნული თვითმმფრინავი ყველა დროის ყველაზე გამორჩეული სამგზავრო აპარატია, არამხოლოდ თავისი ოთხი ძრავის და დიდი, ამობურცული, ორსართუალიანი ფიუზელაჟის გამო, არამედ იმითაც, რომ უამრავ ფილმშია გადაღებული.
„ბოინგ 747“ 1970-იანი წლებიდან, საჰაერო სივრცეში ყველაზე დიდი ლაინერი იყო, თუმცა თანამედროვე ორძრავიანი გიგანტები მასზე გაცილებით ეკონომიური და არანაკლებ ტევადებია, რის გამოც, ბოინგ 747-ზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.