დიდი ბრიტანეთის ინფორმაციის დაცვის კომისიამ The Information Commissioner’s Office (ICO) ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways 20 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა. Forbes-ს ცნობით, ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან 400 ათასზე მეტი მომხმარებლის მონაცემების დაუცველობა გახდა, რაზეც გამოძიება 2018 წლიდან მიმდინარეობს.
ჯარიმა, რომელიც ICO-მ გამოსცა ყველაზე დიდია, რაც კი ამ ორგანოს აქამდე გამოუწერია. უწყების ცნობით, საავიაციო კომპანიამ არასათანადო ძალისხმევა გამოიჩინა საკუთარი მოხმარებლების ინფორმაციის დასაცავად.
კომისიის ცნობით, 2018 წელს განხორციელებული ჰაკერული შეტევის შედეგად 430 ათასი მოხმარებლის მონაცემები ორი კვირის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი ჰაკერებისთვის. მათივე ინფორმაციით, ბოროტმოქმედების ხელში აღმოჩნდა ამ მომხმარებლების საკრედიტო ინფორმაცია, პერსონალური ინფორმაცია, მისამართები და პაროლები.