ომიკრონის გამო გახანგრძლივებული შეზღუდვების შედეგად, ათასობით ბრიტანულ ტურისტულ კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება. The Guardian-ის ცნობით, ტუროპერატორებმა 2022 წლის დასაწყისში ჯავშნების მესამედი დაკარგეს.
გაზეთის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში ათასობით ტურისტულმა კომპანიამ შესაძლოა, ბაზარი დატოვოს. გამოცემას Travel Alliance-ის გამოკითხვის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ინდუსტრიის, თითქმის, 2 ათას წარმომადგენელს შორის, 11% მიმდინარე წელს გაკოტრებას მოელის, ხოლო 41% დარწმუნებულია, რომ ეს „ადრე თუ გვიან" მოხდება.
გაზეთის ცნობით, ომიკრონის გამო ტუროპერატორებისა და სასტუმროების, თითქმის მესამედმა იანვარ-მარტში დაჯავშნილი შესახლებების ნახევარი მაინც დაკარგა.
ამასთან, The Guardian-ი წერს, რომ 1-ლი აპრილიდან საშეღავათო პერიოდი მთავრდება და სასტუმროებს, რესტორნებსა და მომსახურების სხვა წარმომადგენლებს სესხების გადახდა ისევ მოუწევთ. ამასთან, მათ 2020 წელს დაწესებული 12,5%-ის ნაცვლად, 20%-იანი დღგ უნდა იხადონ.