20:54
1 ივლისი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ერთი ბრენდის ისტორია
ბრიტანული ხარისხი რძიან შოკოლადში - CADBURY
18-04-2022

CADBURY - სააღდგომო დღესასწაულს მსოფლიო ქრისტიანული სამყარო განსხვავებულად აღნიშნავს როგორც კალენდრის მიხედვით, რომელიც კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს განსხვავებულად უწევთ ასევე ტრადიციებით, თუმცა დღესასწაული ძვირფასი და განსაკუთრებულია ყველასთვის, ამიტომ სამზადისიც შესაბამისად საინტერესო, ფერადი და სურნელოვანია. ევროპის უმეტეს ქვეყანაში სააღდგომოდ ფერადად ღებავენ კვერცხებს, ხატავენ და მრავალი განსხვავებული ტექნიკით რთავენ სიცოცხლის უძველეს სიმბოლოს, რომელსაც ე.წ. სააღდგომო კურდღელი არიგებს. ის ფოლკლორული ფიგურაა გერმანელი ლუთერანებიდან მომდინარეობს და გადმოცემით სანტაკლაუსის მსგავსად ბავშვებს კარგი ყოფაქცევის მიხედვით ასაჩუქრებს სააღდგომოდ. დროთა განმავლობაში კულტურათა შერწყმამ და ტრადიციათა ცვლამ ზოგიერთი სადღესასწაულო სიმბოლო უცვლელად შემოინახა ისევე როგორც ბაჭია, რომლის შოკოლადის ფიგურებს ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებულად ხშირად შეხვდებით მაღაზიის დახლებზე და სასაჩუქრე შეფუთვებში. შოკოლადის ხარისხის გამო კი ისინი სააღდგომო  ძვირფასი საჩუქრების ჩამონათალშია. დღევანდელ გადაცემაში ბრიტანული საკონდიტრო კომპაანის შესახებ მოგიყვებით - Cadbury რომელიც 1824 წლიდან იღებს სტარტს და დღეისთვის კომპანია მარსის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე საკონდიტრო ბრენდია.

Cadbury-ს საერთაშორისო სათავო ოფისი Uxbridge-ში, დასავლეთ ლონდონში მდებარეობს და საწარმოები მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში აქვს განთავსებული. კომპანია განსაკუთრებული ბრიტანული რძიანი შოკოლადით deary Milk-ით არის სახელგანთქმული -  კვერცხის ფორმის შოკოლადის კანფეტებით, რომლებით კრემის შიგთავსით ხიბლავს მომხმარებლებს 1963 წლიდან. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრიტანულმა ბრენდმა The Daily Telegraph-მა 2013 წელს Cadbury დაასახელა ბრიტანეთის ყველაზე წარმატებულ ექსპორტირებად ნაწარმად.  ზოგადად ჯილდოების რაოდენობით კომპანია დღემდე განებივრებულია, თუმცა ჯობია ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.

Cadbury 1824 წელს ინგლისში, კერძოდ ბირმინგემში დააარსა John Cadbury-იმ, რომელმაც ტკბილეულში სამოღვაწეო კარიერა  ჩაის, ყავისა და შოკოლადის გაყიდვით დაიწყო. ლიდსში ჩაის დილერთან საჭირო უნარების შესწავლის შემდეგ ჯონმა  სასურსათო მაღაზია გახსნა ბულ სტრიტზე. მოამზადა დასალევი შოკოლადი, რომელსაც სწრაფად გამოუჩნდა თაყვანისმცემლები. საბოლოოდ, გადაწყვიტა კომერციული წარმოება დაეწყო და  გახსნა საწყობი Crooked Lane-ში, საიდანაც იწყება Cadbury-ის ისტორია.

პირველი მსოფლიოს განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალების მომარაგების საკითხში. კომპანიაში დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი შეუერთდა, განსაკუთრებით მამაკაცები, Cadbury შოკოლადით, წიგნებით და ტანსაცმლით ამარაგებდა ჯარს. ამასთან ჯორჯ ქედბერიმ კომპანიის საკუთრებაში არსებული  ორი შენობა დაუთმო სახელმწიფოს რომლებიც საავადმყოფოებად გამოიყენეს.  ქარხნებში დასაქმებული გოგონები, რომლებსაც ადგილობრივები „ქედბერის ანგელოზებს“ ეძახდნენ, მოხალისედ წავიდნენ საავადმყოფოებში ზოგი მათგანი მედდად, ზოგიც დამხმარე პერსონალად. მათ მიერ გაწეული შრომა იმდენად დიდი იყო, რომ ომის შემდეგ ორივე საწარმო სამხედრო სამინისტროს უმაღლესი ჯილდოთი დასაჩუქრდა. ბურნვილის ქარხნებმა მუშაობა განაახლეს და მასობრივი წარმოებაც კვლავ მთელი მონდომებით განაგრძობდა პროდუქციის დახვეწას. Cadbury's Milk Tray -ის ხაზი, რომელიც 1915 წლიდან გაიცნეს განსაკუთრებულად დიდი მოწონებით სარგებლობდა ომის შემდეგაც. 1918 წელს Cadbury-მ თავისი პირველი საზღვარგარეთული ქარხანა გახსნა ჰობარტში, ტასმანიაში.

მეორე მსოფლიო ომის დროს ბურნვილის ქარხნების ნაწილი საბრძოლო ინვენტარის და იარაღის საწარმოებლად გადაკეთდა. მოსავლის დასათესად ახლა უკვე ფეხბურთის მოედნებს იყენებდნენ. იმის გამო, რომ შოკოლადი აუცილებელ საკვებად ითვლებოდა, იგი ომის განმავლობაში მთავრობის ზედამხედველობის ქვეშ მოხვდა. მხოლოდ 1950 წლისთვის დასრულდა მასზე სახელმწიფო კონტროლი და განახლდა ნორმალური წარმოება. Cadbury-იმ შემდგომში ინვესტიცია  ახალ ქარხნებში ჩადო, რადგან მათ პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნა შესაბამის მოცულობას მოითხოვდა. კომპანიის მიერ ხარისხზე ორიენტირებამ სათანადო დაფასებაც მიიღო. კედბერი 1955 წლიდან დედოფალ ელიზაბეტ II-ის სამეფო ორდერის მფლობელიც გახდა.

2014 წელს, Mondelez-მა, რომელიც კრაფტის გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი მულტინცაიონალური ამერიკული კომპანიაა  75 მილიონი ფუნტი სტერლინგის ინვესტიცია ჩადო ბრიტანულ შოკოლადში. Bournville Mondelez-ის შოკოლადის კვლევისა და განვითარების  გლობალური ცენტრია, ამიტომ Cadbury-ის მიერ შექმნილი ყოველი ახალი შოკოლადის პროდუქტი  ბირმინგემის ქარხნიდან იღებს სტარტს.

2021 წლის დეკემბრის მონაცემებით Cadbury-ის შემოსავალი 12 324 980 მილიონი დოლარი შეადგინა, მათ შორის მოგება 881 980 $ იყო.

AutoPlay
მხოლოდ აშშ-ის მოსახლეობის დანახარჯი წელიწადში 110 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს და ყოველი მერვე მაცხოვრებელი ნამუშევარია რესტორნების ქსელში - სწრაფი კვების უზარმაზარი ქსელი Mcdonald’s
27-06-2022
ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია Apple - ნახეთ რა გზა განვლო კომპანიამ ტექნოლოგიური პროგრესისკენ
20-06-2022
Sony - ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური კომპანიაა საბაზრო კაპიტალიზაციით და საოპერაციო მოგებით, რომელიც 90 მილიარდ აშშ დოლარზე მეტად არის შეფასებული
13-06-2022
PEPSI - კომპანია, რომლის შემოსავალიც 16 მილიარდ 2 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, სუფთა მოგება კი 4 მილიარდ დოლარს აღემატება
06-06-2022
Louis Vuitton - ისტორია ბრენდის შესახებ, რომელიც ერთი ადამიანის მიერ შექმნილი ისტორიის ნაწილია
23-05-2022
Nike ეს არის აზროვნების ფორმა და დაუღალავი სწრაფვა ჰორიზონტების დასაპყრობად - ნომერ პირველი ბრენდი მსოფლიოში, რომლის შემოსავალიც 37 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება
16-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები