„სიტიგრუპის“ ანალიტიკოსების მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ უხელშეკრულებო ბრექსიტის შემთხვევაში, ბრიტანული ბანკების მოგება დაახლოებით 25 პროცენტით შემცირდება.
„სიტიგრუპის“ კვლევაში ნათქვამია, რომ ევროკავშირთან საბაზისო ხელშეკრულების გაუფორმებლად, მისგან გამოყოფის შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა შენელდება. ამას მოჰყვება სტერლინგზე განაკვეთის დაწევა და კრედიტების დაფარვის გართულება, რაც საბოლოო ჯამში, ბანკების აქციებს საშუალოდ 15-25 პროცენტით დასწევს.
„სიტიგრუპი“ ვარაუდობს, რომ დიდმა ბანკებმა, როგორებიცაა „ლოიდსი“, HSBC, ბერკლიზი, RBS და „სტანდარტ ჩარტერედ“, დანაკარგები თავიანთ ანგარიშებში უკვე ასახეს, რაც ბრექსიტის ზემოქმედების ხარისხს შედარებით შეარბილებს.