დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს პოპულარულ სატელევიზიო არხზე - Channel 5-ზე, ცნობილმა გადაცემამ The Wine Show პირველად წარმოაჩინა საქართველო და ქართული ღვინო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გადაცემა საქართველოში ჯვრის, ვაზისა და ღვინის მნიშვნელობას, ასევე ქართული ღვინის წარმოებასა და მეღვინეობის კულტურას მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ The Wine Show ბრიტანული ტელეკომპანია ITV-ის პროექტია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს გაერთიანებულ სამეფოში და მის საზღვრებს გარეთ. ცნობისთვის, ქართული ღვინის შესახებ გადაცემა უკვე გაშუქდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.