დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დღეს მუშაობას ანახლებს. ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების უმრავლესობა, ფაქტობრივად ყველა პარტიიდან, აპირებს სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რომელიც მთავრობას ევროკავშირიდან ხელშეკრულების გარეშე გასვლას აუკრძალავს.
მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დეპუტატები მოითხოვენ „ბრექსიტი“ გადავადდეს კიდევ სამი თვით, 31 იანვრამდე. ამისთვის დეპუტატებს სულ რამდენიმე დღე აქვთ, რადგან პრემიერის მიმართვისა და დედოფლის გადაწყვეტილების საფუძველზე პარლამენტის მუშაობაში 14 ოქტომბრამდე შესვენება ცხადდება. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ არ აპირებს „ბრექსიტის“ გადადებას.