გაერთიანებულ სამეფოში ელექტრომობილების მძღოლებმა შესაძლოა, სპეციალური მწვანე სანომრე ნიშნებით ისარგებლონ. აღნიშნული ცვლილების განხორციელება ახალი გეგმის ფარგლებში მოხდება. მწვანე სანომრე ნიშნები მძღოლებს იმ ბენეფიტებით სარგებლობას გაუმარტივებს, რომელიც ნულოვანი-ემისიის მქონე ავტომობილებისთვის არის დაწესებული, მაგალითად, უფასო პარკირება.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ელექტრომობილებისადმი ინტერესსა და გაყიდვების რაოდენობას გაზრდის, რაც თავის მხრივ ქვეყანას 2050 წლისთვის დასახული მიზნის განხორციელებაში დაეხმარება, რომ მინიმუმამდე შეამციროს გამონაბოლქვის ოდენობა.
როგორც გარემოსდამცველი ორგანიზაციების ქსელ „დედამიწის მეგობრებში“ აცხადებენ, უკეთესი ფინანსური ბენეფიტებისა და ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული მეტი დამტენის პუნქტის გარეშე ცვლილებები უმნიშვნელო იქნება.