19:01
5 ივლისი, 2022, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
ბრიტანეთის ტრიბუნალმა კაცებისთვის მელოტის წოდება სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია
17-05-2022

კოლეგა მამაკაცისთვის „მელოტის“ წოდება არა უწყინარი ხუმრობა, არამედ სექსუალური შევიწროებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილება ბრიტანეთის დასაქმების ტრიბუნალმა მიიღო. უწყების განმარტებით, აღნიშნული სიტყვის გამოყენება უშუალოდ უკავშირდება სქესს და გარკვეული ფორმით დისკრიმინაციულ ნიშნებს შეიცავს.
ამ გადაწყვეტილებამდე საბჭო ტონი ფლინის საქმის შემდეგ მივიდა, რომელმაც პატარა იორკშირში, ოჯახური ბიზნესის წარმომადგენელს სექსუალური და დისკრიმინაციული შეურაცხყოფისთვის უჩივლა. ის იქ დაახლოებით 24 წელი მუშაობდა. მისი თქმით, სამსახურში კოლეგები მას „სქელ მელოტ ***ს" ეძახდნენ.
ტრიბუნალის ყველა, სამივე წევრი კაცი შეთანხმდა, რომ ფლინმა არა „სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის“, არამედ მის მიმართ ასაკსა და თმაზე უხეში ეპითეტებისთვის უჩივლა.
„რთულია, ამის გარდა სხვა დასკვნა გამოიტანო. ეს სიტყვები ღირსების შელახვის, მისთვის შემაშინებელი, მტრული, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნის მიზნით იყო ნათქვამი“, - განაცხადეს საბჭოს წევრებმა.
ფლინმა პროცესი სამსახურიდან უსამართლო გათავისუფლების საქმეზეც მოიგო.

AutoPlay
სიდნეიში ნახევარ მილიონამდე ადამიანმა ევაკუაციის შესახებ მიიღო შეტყობინება
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
მასთან თანამშრომლობით ვამაყობთ — Warner Bros.-მა როულინგს მხარი დაუჭირა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
რიანა მშობიარობის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
მეცნიერებმა დედამიწისგან ყველაზე შორს არსებული გალაქტიკა დააფიქსირეს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
დღეს შედგება ცოტნე ზედგინიძის პირველი საორკესტრო ქმნილების პრემიერა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
თუ ვენეციის დასათვალიერებლად დღიურ გადასახადს არ გადაიხდით, 300 დოლარით დაჯარიმდებით
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები