15:25
26 მაისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბრიტანეთის საგარეო მინისტრი - კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან, ისინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობენ
21-01-2022

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ თუკი უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოხდება, ამას დიდი საფასური მოჰყვება. ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ ძალიან მკაცრი სანქციები. ეს შეჭრა მხოლოდ საშინელ ჭაობამდე და მსხვერპლამდე მიგვიყვანს, რაც საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომისა და ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს ვიხილეთ “- აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიდნეიში ვიზიტისას.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „უკრაინიდან უკან უნდა დაიხიოს, სანამ ის დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს".

„კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან. ისინი საბჭოთა კავშირის, ანუ ერთგვარი დიდი რუსეთის ხელახლა შექმნაზე ოცნებობენ. აცხადებენ, რომ სურთ სტაბილურობა, მაშინ როცა მუშაობენ სხვების მიმართ საფრთხისა და დესტაბილიზაციის შექმნაზე,“- აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

AutoPlay
ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს - მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს
გამოქვეყნდა 53 წუთის წინ
პლატფორმა katsmab and friend-მა მსოფლიოში წამყვანი ქოუჩინგ ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენლობა "ფორტონ საქართველო" დააფუძნა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პოლონეთში ქართველი ქალი ქმარმა მოკლა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს - გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აშშ-ს საელჩო - ყოველი 26 მაისი დიდი მონაპოვარისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს მცხეთაში აღნიშნავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები