დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის ხელმძღვანელობას წერილი უნდა მისწეროს და ფორმალურად სთხოვოს რომ ბრექსითი გადადოს. როგორც ბიბისის ერთ-ერთმა სამთავრობო წყარომ განუცხადა, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მაქსიმუმ შესაძლოა 2 წლით გადაიდოს, ვინაიდან ქვეყნის მთავრობაში ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თუმცა, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი მაიკლ ბარნიე აცხადებს, ევროკავშირი არ დათანხმდება ბრექსითის გადადებას კონკრეტული გეგმის გარეშე, რომელიც ბრიტანულ მხარეს უნდა ჰქონდეს. შეგახსენებთ, არსებული კანონმდებლობით, ბრიტანეთმა ოფიციალურად ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს. თუმცა, ბრიტანთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა შეთანხმებას, რომლის პირობების მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო ბრექსითის პროცესი.