ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული "ბექსტოპის" გეგმა ანტიდემოკრატიული და უსარგებლოა და უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გაგზვნილ წერილში აცხადებს.
"ბიბისის" ინფორმაციით, წერილში ჯონსონი აღნიშნავს, რომ "ბექსტოპი" ჩრდილოეთ ირლანდიის მშვიდობას ძირის გამოთხრით ემუქრება. მისივე მტკიცებით, თუკი გეგმა გაუქმდება, პარლამენტი "ბრექსითის" შეთანხმებას განიხილავს.
წერილში ჯონსონი "ბექსტოპს" გაერთიანებული სამეფოს სუვერენიტეტთან შეუსაბამოს უწოდებს და აცხადებს, რომ ის არ შეიძლება გასვლის ხელშეკრულების ნაწილი იყოს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს "მყარი საზღვრის" თავიდან აცილების მიზნით "მოქნილი და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებისა" და "ალტერნატიული შეთანხმებების" მიღებისკენ მიუწოდებს. მისი თქმით, "ბექსტოპი" უნდა ჩანაცვლეს ვალდებულებით, რომლის თანახმადაც რაც შეიძლება დიდხანს, გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე, ეს შეთანხმებები იმოქმედებს.