ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონიც ძმამ, ჯო ჯონსონმა მინისტრის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ის პარლამენტის წევრობაზეც უარის თქმას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
ჯო ჯონსონმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, რომ მან აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ოჯახის მიმართ ერთგულებასა და ეროვნულ ინტერესებს შორის არსებული კონფლიქტის გამო მიიღო.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი მინისტრი სამი პრემიერ-მინისტრის მმართველობის პერიოდში. ბოლო კვირების განმავლობაში ოჯახის ერთგულებასა და ეროვნულ ინტერესებს შორის ვიჭყლიტებოდი", - წერს 47 წლის ჯო ჯონსონი.
აღსანიშნავია, რომ მის განცხადებას გადგომის თაობაზე წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ კონსერვატიული პარტიიდან 21 პარლამენტის წევრის გარიცხვა იმის გამო, რომ მათ ბორის ჯონსონის ბრექსითის სტრატეგიას მხარი არ დაუჭირეს.