ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატიული პარტიის წევრები თავისი ახალი ლიდერისა და ქვეყნის შემდეგი პრემიერ-მინისტრის არჩევის პროცესს იწყებენ. პარლამენტში ხმის მიცემის პირველი რაუნდი უნდა გაიმართოს. ხმის მიცემა ფარული კენჭისყრის გზით მოხდება და მასში თემთა პალატის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
პარტიის ლიდერობისა და მთავრობის მეთაურობისთვის 10 პოლიტიკოსი იბრძვის, მათ შორის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი. კანდიდატი, რომელიც სულ მცირე 17 ხმას ვერ დააგროვებს შერჩევის პროცესს გამოეთიშება.
ხმის მიცემის შემდეგი ეტაპი მომავალ კვირას გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ტერეზა მეის შემცვლელი 22 ივლისს დასახელდება. მოცემული მომენტისთვის კონსერვატიული პარტიის ყველაზე გამოკვეთილი მომავალი ლიდერი ბორის ჯონსონია.
პარლამენტის წევრებისადმი მიმართვაში ჯონსონმა განაცხადა რომ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში ბრიტანეთს ევროკავშირიდან ოქტომრის ბოლომდე გაიყვანს.