დიდი ბრიტანეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის- ლეიბორისტების ახალი ლიდერი სერ კიარ სტარმერი გახდა. Euronews-ის ინფორმაციით, მან კენჭისყრის პირველ რაუნდში ხმათა 56.2 % მოიპოვა და მეტოქეები- რებეკა ლონგ-ბეილი და ლიზა ნენდი დაამარცხა.
"ლეიბორისტული პარტიის ლიდერად არჩევა ჩემი ცხოვრები უდიდესი პრივილეგია და პატივია. მე პარტიას ახალ ერაში თავდაჯერებულობითა და იმედით გავუძღვები, რომელიც ჩვენ გამარჯვებასა და ხელისუფლებაში მოსვლას მოგვიტანს" - დაწერა პარტიის ახლამა ლიდერმა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, სტარმერამდე ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობას ჯერემი კორბინი იკავებდა.