"როიტერსის" ინფორმაციით, კომპანია PwC-ს მიერ შესრულებული ანგარიში აჩვენებს, რომ ბრექსიტის შემდეგ, ბრიტანეთის ეკონომიკა მსოფლიო რეიტინგში, მეხუთედან მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდება. იმავე ანგარიშის შესაბამისად, გაერთიანებულ სამეფოს საფრანგეთი და ინდოეთი ჩამოიტოვებენ.ბრექსიტის 2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ, ბრიტანეთის ეკონომიკა შენელდა, სტერლინგის ფასი კი დაეცა.PwC-ში მიაჩნიათ, რომ ინდოეთი მომავალ წელს მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებს, საფრანგეთი კი მეექვსეზე დარჩება.