07:10
29 ივნისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბრიტანეთის დაზვერვა - თუ რუსეთი გააგრძელებს დრონების დაკარგვას ამჟამინდელი ტემპით, მათი დაზვერვის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუარესდება
21-05-2022

რუსეთ-უკრაინის ომში უპილოტო საფრენი აპარატები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ორივე მხარისთვის, თუმცა მათ დანაკარგების მაღალი მაჩვენებელი განიცადეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთი ცდილობს სირიაში გამოყენებული „დაზვერვითი დარტყმის“ კონცეფციის განხორციელებას - დრონებს საბრძოლო თვითმფრინავების ან არტილერიის დარტყმის სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის იყენებს.

“რუსეთი, სავარაუდოდ, განიცდის შესაბამისი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს ამ ამოცანის შესრულებისთვის, რაც გააუარესა სანქციების შედეგად გამოწვეულმა შიდა წარმოების შესაძლებლობების შეზღუდვამ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, პილოტირებული რუსული თვითმფრინავები ძირითადად თავს არიდებენ მისიებს უკრაინის საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებისგან მოსალოდნელი საფრთხის გამო.

„თუ რუსეთი გააგრძელებს დრონების დაკარგვას ამჟამინდელი ტემპით, რუსული ძალების დაზვერვისა და რეკოგნოსცირების შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუარსდება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

AutoPlay
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი დაძლევს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე აცხადებენ, რომ ხალხს მეტ სიმართლეს მიაწვდიან
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
აშშ-მა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ემანუელ მაკრონი - არავინ განიხილავს ომის დასრულებას მომდევნო კვირებში ან თვეებში - უკრაინისადმი მხარდაჭერა და სანქციები შენარჩუნდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
მიხაილო პოდოლიაკი კრემლის პრესსპიკერს - უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, რომ „ბრძანებით" შეაჩეროს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები