ბრიტანეთის დაზვერვა ოკუპანტი ქვეყნის დანაკარგებზე საუბრისას ამბობს, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრიდან პირველ სამ თვეში და საბჭოთა კავშირის ავღანეთის ომის 9 წლის მანძილზე დანაკარგების რაოდენობა თითქმის იდენტურია.
უწყება არ გამორიცხავს, რომ ომის გამო რუსეთში სიტუაციის ესკალაციაა მოსალოდნელი. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა, ოკუპანტების სიკვდილის მაღალი მაჩვენებლის მიზეზად, დაბალი დონის ცუდი ტაქტიკის, შეზღუდული საჰაერო დაფარვისა და სარდლობის მიდგომას ასახელებს.