ინგლისელი ღვინის მაგისტრმა სარა ებოტიმ ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს დიდ ბრიტანეთში ღვინის საფასო პოლიტიკა, გაყიდვების ახალი სტრატეგია და მარკეტინგთან დაკავშირებული საკითხები გააცნო, რაც ქართული ღვინის ამ ბაზარზე ხელმისაწვდომობასა და დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე, ბრიტანელმა პროფესიონალმა, დიდი და მცირე მარნების წარმომადგენლებს 2018 წელს ინგლისის ბაზარზე დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა. სარა ებოტის შეფასებით, ბრიტანეთში ქართულ ღვინოზე ინტერესი მზარდია. მისივე თქმით, 2018 წელს, დიდ ბრიტანეთში ჩატარდება ქართული ღვინის ტრეინინგ პროგრამები, რათა ღვინით მოვაჭრეებმა მიიღონ ინფორმაცია ქართული ღვინის თანამედროვე მრავალფეროვნებასა და მის ბუნებაზე. ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს სარა ებოტის მარკეტინგულ კომპანიასთან ,,სვირლ ვაინ გრუფ“ („Swirl Wine Group“), რომელიც აქტიურად ეწევა ქართული ღვინის იმპორტს დიდ ბრიტანეთში.