პანდემიის დასაწყისში გაერთიანებულ სამეფოს ევროპის ქვეყნებთან საზღვარი დროულად უნდა ჩაეკეტა, რითაც ქვეყანაში ვირუსის მასობრივი გავრცელება შეჩერდებოდა. ეს გამოუსწორებელი შეცდომა - ამ განცხადებას ბრიტანელი პარლამენტარები ავრცელებენ.
გაერთინებული სამეფოს შინაგან საქმეთა კომიტეტის თქმით, მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს საფრთხე და ამიტომ საზღვრის გადაკვეთაზე მკაცრი ზომები არ დაუწესებიათ, რაც ქვეყნისთვის საბედისწრო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ თებერვალსა და მარტის დასაწყისში ჩინეთიდან, ირანიდა, სამხრეთ კორეიდან და იტალიდან ჩასულ მგზავრებს ქვეყანაში შესვლისას მოუწოდებდნენ თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ, სავალდებულო კარანტინი კი მხოლოდ 13 მარტს დაწესდა.
ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 306 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს სულ მცირე, 46 000 ადამიანი ემსხვერპლა.