ბრიტანეთის ოტოლარინგოლოგთა ასოციაციის განცხადებით, ყნოსვის უეცარი დაკარგვა, შესაძლებელია იყოს კორონავირუსით დასნებოვნების ერთერთი სიმპტომი. აღნიშნული სიმპტომი შეიძლება განვითარდეს დაავადების სხვა სიმპტომების არარსებობის დროს, ანუ პაციენტები შესაძლებელია იყვნენ ჩოვიდ-19-ის ფარული მტარებლები. ორგანიზაციების მონაცემებით, არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ ეს სიმპტომი გამუვლინდათ კორონავირუსით დასნებოვნებულ პაციენტებს სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იტალიაში. დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში საფრანგეთში და ჩრდილოეთ იტალიაში აღინიშნება ანოსმიის შემთხვევების უეცარი ზრდა. როგორც ოტოლარინგოლოგთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი: "ეს პაციენტები შესაძლებელია იყვნენ უცნობი, ფარული მტარებლები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს Covid-19-ის გავრცელებას. სამწუხაროდ, მათი სიმპტომები არ შეესაბამება ანალიზის გაკეთების კრიტერიუმებს". ბრიტანეთის ექიმების რეკომენდაციით, საჭიროა ამ სიმპტომის გათვალისწინება კორონავირუსით დაავადებული პაციენტების აღმოსაჩენად, რომელთაც არ აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა ან მშრალი ხველა. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, 62 წლის ნადინ დორისმა, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, აღნიშნა, რომ დაავადების შემდეგ დაკარგა ყნოსვისა და გემოს შეგრძნება. ანოსმიაზე, როგორც კორნავირუსის სიმპტომზე საუბრობენ გერმანელი ვირუსოლოგებიც, რომელთა თქმითაც, მათთან მოხვედრილი პაციენტების 2/3 აღენიშნებოდათ რამოდენიმე დღის განმავლობაში ყნოსვისა და გემოს შეგრძნებების დაკარგვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღეღამის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 32 ათასი ახალი შემთხვევა.