13:09
27 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
ბრინჯი შეიცავს დარიშხანს, რომლის დიდი დოზა სიკვდილს იწვევს - უნდა ამოიღოთ თუ არა რაციონიდან? რა თქმა უნდა, არა! გამოსავალი არსებობს...
15-03-2019

ბრინჯიც შესაძლოა კიბოს წინაპირობა გახდეს. თვითონ ბრინჯი სასარგებლო ბურღულია, თუმცა ის ხშირ შემთხვევაში დარიშხანს შეიცავს.
დარიშხანი -  რუხი, მეტალისფერი ქიმიური ელემენტი, თვითნაბადად არსებობს ბუნებაში. მისი დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრა იწვევს სიკვდილს, ნიადაგსა და წყალში დარიშხანის სიჭარბემ შესაძლოა  ადამიანებში ენდემურ ჩიყვი გამოიწვიოს, რადგან ის ფარისებრი ჯირკვალში გროვდება.

დარიშხანი ასევე მიეკუთვნება კანცეროგენების პირველ კატეგორიას,  რომელიც კიბოს განვითარების მაღალი რისკის ჯგუფშია.  ყველაზე ხშირად ის კანის, შარდის ბუშტისა და ფილტვის კიბოს იწვევს.  ქუინსის უნივერსიტეტის მეცნიერები 20 წელია ბრინჯს იკვლევენ და ამ ხნის მანძილზე შემოწმებული ბრინჯის ყველა ეგზემპლარი არაორგანულ დარიშხანს შეიცავდა.  სწორედ არაორგანული დარიშხანი წარმოადგენს დიდ საფრთხეს.  გარდა ამისა ბრინჯში ბევრი სახამებელია, სახამებელი კი როგორც იცით აძლიერებს კანცეროგენების მავნე მოქმედებას.  ჩნდება კითხვა, ამ ფაქტორების გათვალისწინებით,  უნდა ამოიღოს თუ არა მომხმარებელმა რაციონიდან  ბრინჯი.  რა თქმა უნდა არა.  გამოსავალი არსებობს. პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ მრგვალი და გამჭვირვალე ბრინჯი, რადგან კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ასეთ პროდუქტში შედარებით ნაკლები დარიშხანია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ბრინჯის მოხარშვის ტექნოლოგიაა.  იმისთვის, რომ ბრინჯიდან 80 პროცენტი დარიშხანი გამოვიდეს, საჭიროა ის რაც შეიძლება ბევრ წყალში მოხარშოთ. 100 გრამი ბრინჯის მოსახარშად ერთი ლიტრი წყალი დაგჭირდებათ, შესაბამისად 1 კილოგრამი ბრინჯისთვის, 10 ლიტრი წყალი. უმჯობესია,  თუკი ხარშვისას მას ერთხელ მაინც გამოუცვლით წყალს. ასეთი მოქმედებით მისგან დარიშხანის დიდი ნაწილიც და სახამებელიც გამოვა.

იხილეთ გადაცემა სრულად

 

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები