კომპანია Anglo American-ის ბრილიანტების ქვეგანყოფილებამ De Beers-მა გამოაცხადა, რომ მისი წლევანდელი ბიუჯეტი რეკლამაზე შარშანდელზე დიდი იქნება. გასულ წელს კომპანიამ რეკლამაზე 170 მილიონი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ კომპანიის სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს.
როგორც ცნობილია, ბოლო წლებში ბრილიანტების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ფიქსირდება. ასე მაგალითად, 2013 წელთან შედარებით 2017 წელს იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც საქორწილო ბეჭდად ბრილიანტს ირჩევენ, 7-დან 14%-მდეა გაზრდილი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ქალები სულ უფრო ძვირად ღირებულ ბეჭდებს ყიდულობდნენ და თითოზე საშუალოდ 4 ათას 400 დოლარს ხარჯავდნენ. კაცები კი ბრილიანტის ნაკეთობებზე საშუალოდ 3 ათას 300 დოლარს ხარჯავდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ბრილიანტზე მსოფლიო მასშტაბით მოთხოვნა 2%-ით 76 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა ყველაზე მეტად 5%-ით გაიზარდა შტატებსა და ჩინეთში.